კანიე უესტი აშშ-ის პრეზიდენტად კენჭს ისევ იყრის

ამერიკელი რეპერი, კანიე უესტი 2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ისევ გეგმავს.

ამის შესახებ New York Post-ი ​სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით წერს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა კანდიდატურის დაყენებას, რეპერი ამბობს, “დიახ. ჩვენ წინ მივდივართ, მომავლისკენ”.

ვიდეოში ის ასევე აჩვენებს ტანსაცმელს, რომელზეც წერია – „Ye24“, სადაც Ye შესაძლოა, ნიშნავდეს მის ფსევდონიმს, ხოლო რიცხვი 24 – 2024 წლის სიმბოლოს.

კანიე უესტმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთხელ უკვე მიიღო მონაწილეობა. 2020 წელს მან ხმების 1%-ზე ნაკლები მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები