მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთი არ მიიწვიეს, მსოფლიო ლიდერები რუს ოპოზიციონერებს შეხვდებიან

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ტრადიციულად წლის დასაწყისში იმართება, რუსეთის დელეგაცია მიწვეული არ არის.

ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰოისგენმა Twitter-ში დაწერა.

“2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსი ოფიციალური პირები მიწვეულნი არ არიან. ჩვენ არ მივცემთ მათ პროპაგანდისთვის პლატფორმას. ჩვენ გვინდა რუსეთის მომავალი რუსი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა და ასევე მათთან განვიხილოთ საკითხები, ვინც ქვეყანა დატოვა, მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი და გაძლიერებული”, – წერს ჰოისგენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები