ლავროვი ერევანში ორდღიან ვიზიტს იწყებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ერევანში ორდღიან ვიზიტს იწყებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატი კუხო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოების მდივნების ერთობლივ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერევანში 23 ნოემბერს კუხო-ს სამიტს პირადად დაესწრება.

ასევე, დაგეგმილია ცალკე შეხვედრა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები