აშშ: რუსეთმა უკრაინაში ბევრი დანაშაული ჩაიდინა

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ რუსული ჯარები უკრაინის ყველა რეგიონში, რომლებსაც დროებით აკონტროლებენ, სამხედრო დანაშაულებებს ჩადიან.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა გლობალურ სისხლის სამართლის საკითხებში, ბეთ ვან შააკმა განაცხადა, – წერს CNN-ი.

ელჩმა დააკონკრეტა, რომ ეს სამხედრო დანაშაულებები მოიცავს მიზანმიმართულ და განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობას, ამ დანაშაულების დაფარვის მცდელობებს, ინფორმაციას სიკვდილით დასჯის, წამებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ.

“არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, მათ შორის არასამართლებრივი სიკვდილით დასჯის, ასევე, იძულებითი გადაადგილების და დეპორტაციის, მათ შორის, ათასობით უკრაინელი ბავშვის, რომლებიც გაიტაცეს და იძულებით იშვილეს ოჯახებმა რუსეთში”, – თქვა ბეთ ვან შააკმა.

ელჩმა ასევე ისაუბრა რუსეთის “ფილტრაციის ოპერაციების დიდ ტრანსნაციონალურ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ექვემდებარება უკრაინის ათასობით მოქალაქე”.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთს ასევე ადანაშაულებენ უკრაინის ენერგოსისტემებზე მიზანმიმართულ დარტყმაში, რომლის მიზანია ხალხის ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დატოვება. შააკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ქმედება, რომელიც ომის დანაშაულად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები