მაკრონმა და ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება განიხილეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართა.
მაკრონმა ზელენსკის განუცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია ბოლოდროინდელი დარტყმების გამო აღნიშნა, რომ ელექტროსადგური კვლავ საფრთხის წინაშე დგას.
საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე ესაუბრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის. მხარეებმა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დემილიტარიზაციის საკითხი განიხილეს.