ზელენსკი: რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმები მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია
რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმები მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადრიდში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსებს სურთ გაანადგურონ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ისინი ზამთარში წყლისა და სითბოს გარეშე დატოვონ.
„მათ სურთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენონ. ეს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია. აბსოლუტური დანაშაულია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სწორი იქნება, თუ რუსეთის ტერაქტების საპასუხოდ ნატოს წევრი ქვეყნები მას პარლამენტის დონეზე ტერორიზმის სპონსორად აღიარებენ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაუმჯობესება და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდა, რათა რუსეთის უკრაინულ „მშვიდობის ფორმულაზე“ მიიყვანოს.