ქაბულში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც პოლიცია აცხადებს, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ იდგა აფეთქების უკან.
ბოლო თვეების განმავლობაში ავღანეთში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა სამოქალაქო და თალიბების ადმინისტრაციის ობიექტებზე, რომელთაგან ზოგიერთზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა აიღეს.