ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მომხდარ მიწისძვრას 162 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მომხდარ მიწისძვრას 162 ადამიანი ემსხვერპლა და ასობით დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კუნძულ იავაზე მიწისძვრის სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა, რომელიც იავას დასავლეთ ნაწილში ჩიანჯურის ქალაქთან ახლოს, ჯაკარტიდან 45 მილის დაშორებით, ადგილობრივი დროით 13:21 საათზე მოხდა.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები