მედია: უკრაინამ შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტები მიიღოს

თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, მაშინ უკრაინის არმია, სავარაუდოდ, მაღალი სიზუსტის ბალისტიკურ რაკეტებს მიიღებს.

ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ეიალ ჰულატამ ბაჰრეინში ფორუმზე განაცხადა, – იტყობინება სახელმწიფო მედია კორპორაცია Kan-ი.

Kan-ის ინფორმაციაში არ არის მითითებული, რომ საუბარია ისრაელში წარმოებულ რაკეტებზე, მაგრამ ანალიტიკოსებისა და ექსპერტების უმეტესობა ვარაუდობს, რომ გაფრთხილება სწორედ ამ ტიპის იარაღს ეხებოდა, – წერს 9 tv.co.

საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით, Kan-ი იტყობინება, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვთან საუბარში რუსული ჯარების მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება გააპროტესტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები