სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები დამტკიცდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები დამტკიცდა.

უწყების ცნობით, რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს.

“სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკა რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

გარდა ამისა, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტებზე.

ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებმა, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები