“ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში მსოფლიოს ბავშვთა დღე აღინიშნა

მსოფლიოს ბავშვთა დღის ფარგლებში, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ეწვია.

ღასან ხალილი ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა და განათლების ხელმისაწვდომობაზე დისკუსია გამართა.

“20 ნოემბერი იუნისეფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღვნიშნავთ. ამჯერად ჭიათურაში ვიმყოფებით. გაგვიმართლა, რადგან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გავიცანით. Ჩვენი მისიაა, შევახსენოთ ყველას, კონვენციით დაკისრებული ვალდებულებები”, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა.

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი „ჯორჯიან მანგანეზის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმაა. ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გააქტიურებას, ასევე, შრომით ბაზარზე ეფექტიან ინტეგრაციაში დახმარებას.

“დღეს არის ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღების დღე. მიგვაჩნია, რომ ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უფლებაა მიიღოს განათლება. განათლება არის არჩევანი, თუ რა უნდა გააკეთოს მან ცხოვრებაში.

“ჯორჯიან მანგანეზის” მიზანი სწორედ ეს იყო – დაეფუძნებინა ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი. დღეს სტუმრად გვყავს იუნისეფის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. “ჯორჯიან მანგანეზი” საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას მომავალშიც გააგრძელებს”, , განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის„ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ბავშვთა დღის აღსანიშნავად, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შენობა გაეროს ფერებში განათდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები