“რუსეთმა სირიაში ვალდებულება არ შეასრულა” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარამ სირიასა და ერაყში საჰაერო ოპერაცია იმის გამო ჩაატარა, რომ რუსეთმა რესპუბლიკის საზღვრიდან ქურთების გაყვანის დაპირება არ შეასრულა.
ამის შესახებ TRT Haber იტყობინება.
„2019 წელს სოჭში რუსებთან შეთანხმება გვქონდა. ისინი ვალდებულნი იყვნენ, სირიის ტერიტორია ტერორისტებისგან გაესუფთავებინათ. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შევახსენეთ, მათ ეს არ გაუკეთებიათ, არ შეუძლიათ. ჩვენ ვთქვით, რომ არ გავჩუმდებოდით და მივიღებთ ზომებს იქაური ტერორისტების წინააღმდეგ, თუ რუსები ამას თავად ვერ გააკეთებდნენ. ამის ფარგლებში, გუშინ ქობანიში 12 ტერორისტული სამიზნე გავანეიტრალეთ. აქ არანაირი მუქარა არ არის. ამ ოპერაციაში არის უწყვეტობა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო ხმელეთზე და ჰაერში“, – განაცხადა მან.