სირიის ჩრდილოეთიდან თურქეთი დაიბომბა, არის მსხვერპლი
თურქეთის ჩრდილოეთით კარკამიშის პროვინცია გაზიანთეპი დაიბომბა.
როგორც გაზიანთეპის გუბერნატორმა, დავუთ გულმა განაცხადა, ტერიტორიას 5 ჭურვი სირიიდან ესროლეს.
მომხდარის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 6 დაშავდა.
Haber Türkiye-ის ინფორმაციით, რეგიონში დიდი რაოდენობით უსაფრთხოების ძალები და სასწრაფო დახმარების მანქანებია გაგზავნილი.