“დეპუტინიზაციის” შოუ ახლოვდება და გავიგებთ, რა იმალება მისი შეფუთვის ქვეშ – კანფეტი თუ განავალი” – ანდრეი ოკუნი

“არ დავიწყებ იმის განხილვას, თუ რა იმალება რუსეთის პრეზიდენტის ნიღბის ქვეშ: ქვეწარმავალი, მეხუთე ორეული თუ ლატენტური სანკტპეტერბურგელი ტაქსის მძღოლი. მხოლოდ ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ პუტინი, რომლის ხილვას ხალხი ტელევიზიითა და ახალი ამბებით შეეჩვია, არ არსებობს”, – წერს სოციალურ ქსელში “ეხო მოსკვი”-ს ჟურნალისტი, ანდრეი ოკუნი.

“პრეზიდენტი, რომელსაც საშუალო სტატისტიკური რუსი იცნობს – “სპიჩრაიტერების”, სცენარისტთა და რეჟისორთა უზარმაზარი გუნდის მუშაობის შედეგია. ის სტერილური, შემოწმებული და ცენზურის კომიტეტის მიერ დამტკიცებულია. როგორი ადამიანია სინამდვილეში პუტინი, არცერთმა ჩვენგანმა არ იცის.

ეს მოჩვენებითობა, “ზუმში” ინტერვიუს ჰგავს, როდესაც კამერის წინ ლამაზ პიჯაკში ზიხარ, მაგრამ როდესაც ოფიციალური ნაწილი მთავრდება, დგები და შიშველ უკანალს აჩვენებ.

აუცილებლად დადგება დრო, როდესაც მოუნდებათ, მთელ მსოფლიოს პუტინის ნამდვილი სახე აჩვენონ, როგორც ოდესღაც, გავრცელდა სობოლის ან იაშინის ცოლის ინტიმური კადრები, ასევე პუტინის შესახებ “გაჟონავს” ინფორმაცია და დაიწყება შოუ.

და მაშინ ყველა გავიგებთ, რას ეძახის პრეზიდენტი რუსებს, როდესაც კამერებია გამორთული და როგორ ურთიერთობს ის გასტრაბაიტარებთან, რომლებმაც მისი პოლიტიკური ციხესიმაგრე ააშენეს; რას სვამს და როგორ იქცევა ნასვამ მდგომარეობაში. იცით ის მომენტი, როდესაც მთვრალი ნაცნობი შენკენ იხრება და ცხოვრებაზე ფილოსოფიური საუბარი იწყება.

ამჟამინდელი პუტინი – შეფუთვაა. რუსეთი გაიგებს, რა იმალება სასაჩუქრე ყუთში – კანფეტი თუ განავალი.

მოეწონებათ რუსებს, როდესაც ნამდვილ პრეზიდენტს აჩვენებენ? ისევ დაინახავენ თუ არა ისინი დიდებულ მეფეს, თუ მათ წინაშე განებივრებული მოხუცი წარდგება, რომელიც დიდებით არის დაკავებული?

ნებისმიერი ადამიანის საკრალურობა გასაოცარია იმ სიამოვნებასთან ერთად, რომლითაც ის იშლება და „დეპუტინიზაციის“ ეს მოახლოებული შოუ მის დალოდებას იმსახურებს”, – წერს ჟურნალისტი.
Write to მარიამ ტიელიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები