ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოქმედმა ლიდერმა, ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მოიპოვა.
როგორც რესპუბლიკის ცესკო-ს თავმჯდომარემ, ნურლან აბდიროვმა განაცხადა, ტოყაევმა ხმების 81,31% მიპოვა.
მეორე ადგილზე გავიდა ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ჟიგული დაირაბაევი – 3,42%-ით, საზოგადო მოღვაწე – კარაკატ აბდენმა 2,6 პროცენტი მიიღო, ხოლო ეკონომისტმა, მეირამ კაჟიკენმა – 2,53 პროცენტი.
ცესკო-ში აცხადებენ, რომ აქტივობამ 69,44 % შეადგინა.
ყახაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ტოყაევმა 1-ელ სექტემბერს გამოაცხადა. გარდა ამისა, დაგეგმილია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის პირველ ნახევარში.
წლევანდელი საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეიზღუდა. სხვა შეზღუდვებთან ერთად, ახალი რედაქციით, პირს ამ პოსტის დაკავება მხოლოდ ერთი – შვიდწლიანი ვადით შეეძლება.
ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2019 წელს დაიკავა.
Write to მარიამ ტიელიძე