ჯო ბაიდენი: ვლოცულობთ კოლორადოში, გეი კლუბში დაღუპული 5 ადამიანის ოჯახებისა და ამ უაზრო თავდასხმისას დაშავებული ადამიანებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კოლორადოში, გეი კლუბზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
” მე და ჯილი ვლოცულობთ კოლორადოში დაღუპული 5 ადამიანის ოჯახებისა და ამ უაზრო თავდასხმისას დაშავებული ადამიანებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თავდასხმის მოტივაცია ჯერ არ არის ნათელი, ჩვენ ვიცით, რომ იარაღით ძალადობა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ლგბტქი+ თემებზე ჩვენს ქვეყანაში”, – წერს ბაიდენი “ტვიტერში”.
ცნობისთვის, კოლორადოში გეი კლუბზე შეიარაღებული თავდასხმის დროს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.