რუსეთის საოკუპაციო არმია უკრაინის პოზიციებზე საარტილერიო იერიშებს აგრძელებს. მხოლოდ 20 ნოემბერს, ქვეყნის აღმოსავლეთში 400-მდე დარტყმა განხორციელდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა.
„ყველაზე სასტიკი ბრძოლები, როგორც ადრე, დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუარესების გამო დღეს ნაკლები თავდასხმა იყო, რუსული დაბომბვის რაოდენობა, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალია. ლუგანსკის ოლქში ნელ-ნელა წინ მივიწევთ, ვიბრძვით. ამ დროისთვის, მხოლოდ დღეს, აღმოსავლეთში თითქმის 400 საარტილერიო შეტევა განხორციელდა“, – უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ჯარები სამხრეთში „თანმიმდევრულად და ძალიან წინდახედულად ანადგურებენ ოკუპანტების პოტენციალს“.
კიევმა19 ნოემბერს გამოაცხადა, რომ, ქვეყნის სამხრეთით საარტილერიო თავდასხმის შედეგად, დაახლოებით, 60 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მეექვსე შემთხვევა გახდა, როდესაც უკრაინამ, ერთი ბრძოლის ფარგლებში, მასშტაბური რაოდენობის რუსი სამხედროები გაანადგურა.