“უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკში რუსული ჯარების კოლონა და ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს” – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის დასახლება სიროტინოში რუსული საოკუპაციო ჯარების კოლონა გაანადგურეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
საოკუპაციო ძალებში დანაკარგის რაოდენობა ზუსტდება.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ მტერს ექვსი დარტყმა მიაყენა: სამი ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებზე და სამი – საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე.
ასევე, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ოკუპანტების ორი სამეთაურო პუნქტი, საბრძოლო მასალების საწყობი, პირადი შემადგენლობის 5 რაიონი, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილები და კიდევ ორი მნიშვნელოვანი ობიექტი გაანადგურეს.