მოსკოვში, ყვავილების საწყობში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარე ყვავილების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.

ამის შესახებ სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს.

ორსართულიან საწყობში ხანძარი 20 ნოემბერს, დღის საათებში გაჩნდა გაჩნდა, რომლის ლიკვიდირება ადგილობრივი დროით მხოლოდ 22:03 საათზე მოხერხდა.

ხანძრის ქრობაში ტექნიკის 42 ერთეული, 121 მეხანძრე და სპეციალური მატარებელი იყო ჩართული.

წინასწარი ვერსიით, საწყობში საქონელი არასწორად იყო შენახული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები