WP: რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას იწყებს
რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას, ამერიკული გამოცემა “Washington Post” ავრცელებს.
დასავლური ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, “Washington Post” წერს, რომ მოსკოვისა და თეირანის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმებას ამ თვის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.