თურქეთმა, სირიასა და ერაყში ქურთების ბაზაზე იერიში მიიტანა

თურქეთის საჰაერო ძალებმა ქურთების ბაზებზე – სირიასა და ჩრდილო ერაყში იერიში მიიტანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საჰაერო ოპერაცია თავდაცვის უფლების გამოყენების ფარგლებში ტარდებოდა, რომელიც გაეროს 51 მუხლიდან გამომდინარეობს.

მისი მიზანია „თურქეთის ხალხისა და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების პრევენცია, საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერორიზმის განადგურება“.

“ტერორისტების ბუნაგები ნადგურდება პირდაპირი დარტყმებით”, – ნათქვამია „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს სათაურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები