სახალინზე აფეთქების შედეგად ხუთსართულიანი სახლი ჩამოინგრა, არიან დაღუპულები
რუსეთში, სახალინის კუნძულზე აფეთქების შედეგად ხუთსართულიანი სახლი ჩამოინგრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ტელეგრამარხი Mash ავრცელებს.
მათი ცნობით, დაღუპულია სამი ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაშავდა.
„სახალინზე, ტიმოვსკის დასახლებაში ოთხი ბინა ჩამოინგრა. აფეთქების ტალღამ მთელი სადარბაზო გაანადგურა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სახლში ბუნებრივი გაზის აფეთქება მოხდა. ავარიული სამსახური ნანგრევებს ასუფთავებს.