პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პოლონეთი რუსეთის დელეგაციას ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად ვიზებს არ მისცემს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პოლონეთი არ მისცემს ვიზებს რუსეთის დელეგაციას ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად, რომელიც ლოძში 1-2 დეკემბერს გაიმართება.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლუკაშ იასინამ განაცხადა.
„ჩვენ მათ ვიზებს არ ვაძლევთ“, – აღნიშნა იასინამ.