პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, რაკეტის ჩამოვარდნა სოფელ პრჟევოდოვში ხაზს უსვამს იმას, რომ თუ უკრაინის მხარდაჭერა შეწყდება, ომი პოლონეთის ტერიტორიაზე მოვა.
როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ფშევოდუვში მომხდარი ინციდენტი პირველი კრიზისული ვითარება არ არის და მაგალითად წინა წელს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების გადმოსვლის მცდელობები მოიყვანა.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით პრჟევოდოვში მომხდარი ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზები ასი პროცენტით, თუმცა დანამდვილებით ვიცით ძირეული მიზეზი, მთავარი მიზეზი და ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიაა.
დღეს პოლონეთის ომში ჩათრევის მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს უკრაინისთვის ზურგის შებრუნებაა, რადგან ამ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, უკრაინა რუსეთზე დიდად დამოკიდებული იქნება. თუ უკრაინა ასეთ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება, ჩვენ არ მოგვიწევს აბსოლუტურად არაფრის გაკეთება ომის პროვოცირებისთვის – ომი თავად მოვა ჩვენთან. პუტინი არ გაჩერდება, კრემლი უფრო შორს წავა. პასიურობა ჩვენთვის თვითმკვლელობა იქნება“, – განაცხადა მორავეცკიმ.
მისივე თქმით, პოლონეთი ფშევოდუვის მსგავსი მოვლენებისთვის მზადაა, ხოლო ჰიბრიდული ომის სხვადასხვა გზებზე, რომელსაც რუსეთი შეიძლება აწარმოებდეს, პასუხები აქვთ.