ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა სურსათის სტაბილურობის გარანტორი დარჩება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც უკრაინის ლიდერმა ერდოღანს განუცხადა, ქვეყანა სურსათის სტაბილურობის გარანტორი დარჩება.
„პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ჩვენ მივესალმეთ მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებას. მადლობა გადავუხადე უკრაინული მარცვლეულის ინიციატივის მხარდაჭერისთვის და დავარწმუნე, რომ უკრაინა სურსათის სტაბილურობის გარანტორი დარჩება. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობას“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.
In a phone call with President @RTErdogan we praised the extension of the grain deal. I thanked for supporting our #GrainfromUkraine initiative and assured that Ukraine will remain a guarantor of food stability. Security and energy cooperation were also discussed.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 18, 2022