ერაყში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ერაყის ქალაქ სულეიმანიაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Shafaq-ი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ დაშავებულია 12 პირი.

ნგრევის მიზეზი გაზის ბალონის აფეთქება გახდა, რამაც კორპუსის სრული ჩამონგრევა გამოიწვია, ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეზობელ შენობებს.

Shafaq news-ის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა დაასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები