ომის შედეგად დაღუპული უკრაინელი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 433 ბავშვია დაღუპული.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 837-ზე მეტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

აღნიშნულია, რომ ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მათი დადგენის სამუშაოები გრძელდება.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბავშვები დონეცკის რეგიონში – 423, ხარკოვში – 265, კიევში – 117, მიკოლაევში – 77, ზაპოროჟიეში – 72, ჩერნიგოვში – 68, ლუგანსკში – 64, ხერსონში – 64 და დნეპროპეტროვსკში – 32.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები