ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა.
საუბარი შესაძლოა, იყოს ყველაზე მძლავრ რაკეტაზე – Hwasong-17-ზე.
ამის შესახებ სამხრეთ კორეული Yonhap-ი იტყობინება.
სამხრეთ კორეის გაერთიანებულ შტაბში განაცხადეს, რომ გაშვება ადგილობრივი დროით 10:15 საათზე მოხდა. რაკეტამ, დაახლოებით, 1000 კილომეტრი დაფარა.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო Hwasong-17. ანალოგიური რაკეტის გაშვება 3 ნოემბერს მოხდა, თუმცა, მაშინ გაშვება წარუმატებელი იყო. ეს არის ყველაზე ძლიერი რაკეტა, 15000 კილომეტრამდე შესაძლო დიაპაზონით.
სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა გაშვებას “სერიოზული პროვოკაცია და საფრთხე” უწოდეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან, ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ ახალ პროვოკაციულ ქმედებას უპასუხონ.