ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ნიკოპოლის რაიონს და თავად ნიკოპოლს 40-ზე მეტი ჭურვი ესროლეს.

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

“40-ზე მეტი ჭურვი ისროლეს. მსხვერპლი არ ყოფილა”, – დაწერა მან.

მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, ქალაქში რამდენიმე მრავალსართულიანი და კერძო სახლი, მინაშენები და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

“მოხვედრაა ასევე მზის ქვესადგურში, დაზიანებულია ავტოფარეხები და მანქანები. სხვა რაიონებში ღამემ მშვიდად ჩაიარა”, – აღნიშნა რეზნიჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები