ბაშკირეთში, კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ოჯახი ემსხვერპლა – მათ შორის 5 ბავშვია

ბაშკირეთში, სტერლიტამაკის რაიონში, კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთშვილიანი ოჯახი შეეწირა.

ამის შესახებ რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება.

ცეცხლი გამთენიისას, 05:19 საათზე 56 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა.

მომხდარის შედეგად, სულ 7 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაკაცია, ერთი ქალი და 5 ბავშვი.

მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა ორი ბავშვის გადარჩენა შეძლო, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები