ღაზას სექტორში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი დაიღუპა

ღაზას სექტორში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 21 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს და დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები