„უკრაინაში მშვიდობა შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ რუსეთი ჯარებს არ გაიყვანს“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ რუსეთი ჯარებს არ გაიყვანს.

მისი თქმით, მოსკოვისგან ჯერჯერობით მსგავსი ნაბიჯის გადადგმისთვის მზადყოფნის ნიშნები არ ჩანს.

„მეშინია, რომ რუსეთი არ არის მზად ჯარების გაყვანისთვის და რამდენადაც ის ჯარებს არ გაიყვანს, მშვიდობის დამყარება შეუძლებელი იქნება.

რუსეთმა უნდა გახადოს მშვიდობა შესაძლებელი, აგრესორმა ჯარები უნდა გაიყვანოს, თუ მას სურს მდგრადი მშვიდობა“, – განუცხადა ბორელმა Reuters-ს უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები