თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არც რუსეთი და არც აშშ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარაში გამართული აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ ინფორმაცია მიიღო, რომ ბირთვულ იარაღს არცერთი მხარე არ გამოიყენებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, როგორც ერდოღანმა აღნიშნა, რუსეთსა და აშშ-ს შორის შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს, რათა ახალი მსოფლიო ომი თავიდან იქნეს აცილებული.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე მეტად გაუარესდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარამ უკრაინასთან ომში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ესკალაციის შეშფოთება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები