ჰააგის რაიონული სასამართლო “მალაიზიური ავიახაზების” კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რომელიც რეისს ამსტერდამიდან-კუალა-ლუმპურში ასრულებდა, განაჩენს ამ წუთები
ში აჟღერებს.
Boeing 777-200ER, რომელიც MH17 რეისს ასრულებდა, დონბასში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს.
ავიაკატასტროფას 298 ადამიანი შეეწირა, მათგან 15 ეკიპაჟის წევრი იყო.
გამოძიებას ჰოლანდიის უსაფრთხოების საბჭო (DSB) და საერთაშორისო ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებდა, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ლაინერი საზენიტო სარაკეტო კომპლექსით “ბუკ”-ით იყო ჩამოგდებული, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიიდან.
აღინიშნება, რომ “ბუკი” რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე საჰაერო თავდაცვის ბრიგადას ეკუთვნოდა და კატასტროფის დღეს რუსეთიდან უკრაინაში იყო ჩატანილი.
ნიდერლანდების სახელმწიფო პროკურატურამ მომხდარში რუსეთის მოქალაქე, იგორ სტრელკოვი დაადანაშაულა, რომელიც სეპარატისტულ ძალებს 2014 წლის ზაფხულში მეთაურობდა, ასევე, მისი სამი ქვეშევრდომი – რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.
MH17-ზე სასამართლო პროცესი 2020 წლის 9 მარტს ჰააგის რაიონულ სასამართლოში დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა რუსი ოფიციალური პირები გამოძიების დასკვნას უარყოფდნენ და აცხადებენ, რომ არავითარი კავშირი მომხდართან არ აქვთ.
ჰააგის სასამართლომ კი დღეს იგორ სტრელკოვი(გირკინი), სერგეი დუბინსკი და უკრაინელი ლეონიდ ხარჩენკო 298 ადამიანის მკვლელობასა და თვითმფრინავის ჩამოგდებაში დამნაშავედ ცნო.
გარდა ამისა, სასამართლოს დასკვნით, სწორედ რუსეთის ფედერაცია აკონტროლებდა დონბასს 2014 წლის ზაფხულში, ასევე, “ბუკი” ტერიტორიაზე რუსეთიდან მოხვდა და რუსეთშივე იქნა დაბრუნებული.