ბუში: უკრაინას ომში გამარჯვება შეუძლია, თუ აუცილებელ მხარდაჭერას მიიღებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის “კარგი ბიჭი” უწოდა და აღნიშნა, რომ მას შეუძლია ომის მოგება, თუ კიევი აუცილებელ მხარდაჭერას მიიღებს.

ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

“რა თქმა უნდა, მათ შეიძლება, გაიმარჯვონ, ისინი იმარჯვებენ”, – თქვა ბუშმა და დასძინა, “მაგრამ ისინი ვერ გაიმარჯვებენ, თუ აშშ და თავისუფალი სამყარო იტყვის, რომ ეს უკვე აღარ ღირს”.

ბუშის თქმით, უკრაინა იყო “მშვიდობიანი დემოკრატია, რომელიც ავითარებდა თავის ინსტიტუტებს”, როდესაც რუსეთი მის ტერიტორიაზე თებერვალში შეიჭრა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ისტორია ზელენსკის „შესანიშნავ ლიდერად“ მონიშნავს და დასძინა, რომ აშშ-მა უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

”უკრაინაში წარუმატებლობა გავლენას მოახდენს ამერიკელების მომავალ თაობებზე. არასტაბილური ევროპა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე იმოქმედებს“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები