უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ტიპის რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთის საზღვართან.
ამის შესახებ მან სააგენტო “ბლუმბერგის” ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა.
„არ ვიცი, რა მოხდა ამჯერად, ასი პროცენტით ჩვენ არ ვიცით. ვფიქრობ, რომ მსოფლიომაც არ იცის ასი პროცენტით. სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვერ ვიტყვით, რა ტიპის რაკეტა იყო, რომლის ფრაგმენტები პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. კონკრეტულად იმის თქვა, რომ ეს იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვა – ჩვენ არ შეგვიძლია“, – განაცხადა მან.
16 ნოემბრის საღამოს პოლონეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მას “ეჭვი არ ეპარება”, რომ რაკეტა “უკრაინული არ იყო”.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რაკეტის ტრაექტორია მიუთითებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ის რუსეთიდან ყოფილიყო გაშვებული.
უკვე დღეს, აშშ-ის ლიდერს ზელენსკის სიტყვების კომენტირება სთხოვეს, რაზეც თეთრი სახლის ხელმძღვანელმა თქვა, რომ “ეს არ არის მტკიცებულება”.