მე-7 “რამშტაინი” – დასავლეთის ქვეყნები კიევს ახალ დახმარებას აღმოუჩენენ

“რამშტაინის” მე-7 შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ უკრაინისთვის იარაღის ახალი მიწოდების შესახებ გამოაცხადა.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

კერძოდ, კანადა კიევს 34 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას აღმოუჩენს. საუბარია სამხედროებისთვის ზამთრის აღჭურვილობაზე, დრონების კამერებზე, სატელიტურ სურათებზე.

შვედეთი უკრაინას 287 მილიონ ევროს დახმარებას აღმოუჩენს, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.

ესპანეთი  2 საზენიტო-სარაკეტო სისტემას – Hawk-ს და მათთვის რაკეტებს გადასცემს.

საბერძნეთი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის.

გერმანია გააგრძელებს საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას.

პოლონეთი მიაწვდის საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა “ტვიტერში” დაწერა, “თავისუფალი სამყარო ჩვენთანაა და გამარჯვებამდე დარჩება. უკრაინის სიძლიერე ახლა მდგომარეობს: გაზრდილ ეკონომიკურ პოტენციალში, უკრაინის არმიის საუკეთესო მომზადებაში, თანამედროვე ლოჯისტიკაში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები