“კიდევ ერთი დადასტურება, როგორ სურთ ტერორისტებს მშვიდობა” – ზელენსკი დნეპრში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ფოტოს ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დნეპრში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კიდევ ერთი დადასტურება დნეპრიდან, თუ როგორ სურთ ტერორისტებს მშვიდობა. დილა. მშვიდობიანი ქალაქი და ხალხის სურვილი, იცხოვრონ ჩვეული ცხოვრებით. სამსახურში იარონ, საქმეებზე. სარაკეტო თავდასხმა! ტერორისტულ სახელმწიფოს ნამდვილად სურს, უკრაინელებს რაც შეიძლება მეტი ისეთივე ტკივილი და ტანჯვა მოუტანოს“, – წერს ზელენსკი.

მანამდე, უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ დნეპრში მდებარე, სამხრეთის მანქანათმშენებელ ქარხანას.

კიევსა და დნეპერში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები