უკრაინის სამი პორტიდან სურსათის ექსპორტი კიდევ 120 დღის განმავლობაში მოხდება.
“მარცვლეულის დერეფნის” გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება სტამბოლში მოხერხდა.
ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა Facebook-ში დაწერა.
მისი ინფორმაციით, “ინიციატივის განხორციელების გარანტებად დარჩნენ გაერო და თურქეთი. უკრაინული სოფლის მეურნეობის ექსპორტი დღეს გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად მოქმედ ინსტრუმენტად რჩება”.
მისი თქმით, 1-ელი აგვისტოდან დღემდე უკრაინამ 11 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია მსოფლიოს 38 ქვეყანაში გაიტანა.