“ეს არ არის მტკიცებულება” – ბაიდენი პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტასთან დაკავშირებით ზელენსკის არ ეთანხმება
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არ ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებას, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინული წარმოშობის არ იყო.
ამის შესახებ Sky News-ი წერს.
როგორც ზელენსკიმ 16 ნოემბერს განაცხადა, მას “ეჭვი არ ეპარებოდა”, რომ რაკეტა “უკრაინული არ იყო”.
ბაიდენმა კი მანამდე განაცხადა, რომ რაკეტის ტრაექტორია მიუთითებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთიდან ყოფილიყო გაშვებული.
ჯო ბაიდენს ჟურნალისტებმა ზელენსკის კომენტარის შესახებ ჰკითხეს, რაზეც თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ “ეს არ არის მტკიცებულება”.