Bloomberg: ლავროვს ბალიში ოფიციალურად ერთადერთი დიპლომატი შეხვდა
ერთადერთი დიპლომატი, რომელიც ბალიში G20-ის სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ოფიციალურად შეხვდა, იყო მისი ჩინელი კოლეგა – ვანგ ი.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, ეს იყო მეათე საუბარი კოლეგებს შორის 2022 წელს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პეკინი „განაგრძობს ობიექტურ და სამართლიან პოზიციას და ითამაშებს კონსტრუქციულ როლს“ „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ ხელშეწყობაში.
ამასთანავე, “ბლუმბერგი” აღნიშნავს, რომ ჩინეთმა ხელი მოაწერა G20-ის სამიტის კომუნიკეს, რომელშიც ნათქვამია, რომ სამიტის წევრების უმრავლესობა „მტკიცედ გმობს ომს უკრაინაში“.