კიევი, ოდესა, დნეპრი – უკრაინაში განგაშის ხმა და აფეთქებებია
რუსი ოკუპანტები დილიდან უკრაინის ქალაქებს რაკეტებით უტევენ.
მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაშის შემდეგ აფეთქებებია კიევში, ოდესასა და დნეპრში.
ქალაქ დნეპრში განმეორებითი აფეთქებებია, “ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება”.
ასევე, აფეთქებებია კიევში. კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობენ.
საჰაერო განგაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეა, ანექსირებული ყირიმის გარდა.
მიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი წერს, რომ “ხარკოვის ოლქს სამმა რაკეტამ გადაუფრინა, იყო ასევე პოლტავაში. კიევის, ჩერნიგოვის და ჩერკასკის ოლქებში ავიაცია ამუშავდა”.