“ხერსონის ოლქში 63 ადამიანის სამარხი იპოვეს” – უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი
უკრაინის შს მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში რუსი სამხედროების მიერ ნაწამები 63 ადამიანის სამარხი იპოვეს.
როგორც მინისტრმა ტელეეთერში თქვა, ამჟამად, ცხედრების ექსჰუმაცია მიმდინარეობს.
დენის მონასტირსკიმ ასევე თქვა, რომ ხერსონის ოლქში 16 საგუშაგოა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ამოწმებენ, არის თუ არა ადამიანი იმ პირთა სიაში, ვინც საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა.
„763 ადამიანია უკვე შემოწმებული, მათგან ხუთი დააკავეს და, კოლაბორაციონიზმის ეჭვით, უშიშროების სამსახურს გადასცეს. პოლიგრაფიკოსები მუშაობენ. ჩვენ გვესმის, რომ კოლაბორანტთა უმეტესობა, რუსულ ჯართან ერთად, დნეპრის მოპირდაპირე სანაპიროზე გადავიდა, მაგრამ ბევრი დარჩა. ჩვენ გვაქვს სიები, ვინც თანამშრომლობდა და ეხმარებოდა ოკუპანტებს”, – თქვა უკრაინის შს მინისტრმა.