“უკეთესი არჩევანიც არსებობს” – მაიკ პენსი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებას მხარს არ დაუჭერს

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ამერიკელებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკეთესი ვარიანტი აქვთ, ვიდრე დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევაა.

პოლიტიკოსმა არჩევნებში საკუთარი მონაწილეობა არ გამორიცხა.

ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

„ვფიქრობ, ამერიკა ელოდება იმ პოლიტიკის დაუბრუნებას, რომელიც ამერიკელი ხალხის კეთილდღეობისთვის მუშაობდა, მაგრამ ასევე ვფიქრობ, ახალი ხელმძღვანელების დროა, რომლებიც უმაღლესი იდეალების გარშემო გაგვაერთიანებენ“, – თქვა პენსმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ როლის შესრულება, მაიკ პენსმა თქვა: “შეგატყობინებთ”.

„არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა როლს ვასრულებთ მე და ჩემი ოჯახი რესპუბლიკურ პარტიაში, როგორც კანდიდატი თუ უბრალოდ მოძრაობის წევრი, ვფიქრობ, უკეთესი არჩევანი გვაქვს“, – თქვა პენსმა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 ნოემბერს პალ-ბიჩის რეზიდენციაში ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტად კენჭს ხელახლა იყრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები