“მზად ვარ, რესპუბლიკელ კანონმდებლებთან ერთად ვიმუშაო” – ბაიდენმა მაკკარტის ​წარმომადგენელთა პალატაში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, კევინ მაკკარტის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ვულოცავ მაკკარტის რესპუბლიკელების გამარჯვებას პალატაში. მე მზად ვარ, რესპუბლიკელ კანონმდებლებთან ერთად ვიმუშაო, მშრომელი ოჯახებისთვის შედეგების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

აშშ-ში 8 ნოემბერს გამართული შუალედური არჩევნების შედეგად, რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა.

ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად, რესპუბლიკელებს დემოკრატებისგან, სულ მცირე, 5 ადგილის მოპოვება სჭირდებოდათ და ამჟამად მათ აქვთ 218 მანდატი, ხოლო დემოკრატებს – 211.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები