გენერალი მილი: რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან – წააგეს სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად

Chairman of the Joint Chiefs of Staff General Mark Milley speaks at a press conference at the Pentagon in Washington, DC, on November 16, 2022. (Photo by Mandel NGAN / AFP) (Photo by MANDEL NGAN/AFP via Getty Images)

აშშ-ის გენშტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ რუსეთმა წარუმატებლობა განიცადა უკრაინის ომში დასახულ თითოეულ მიზანში.

„რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან. წააგეს სტრატეგიულად, წააგეს ოპერაციულად და ვიმეორებ, ტაქტიკურადაც წააგეს. რისი გაკეთებაც მათ სცადეს, ვერ მოახერხეს. მათი მიზნების სტრატეგიული გადახედვა, მათი უკანონო შემოჭრა, ყველაფერმა წარუმატებლობა განიცადა. თითოეულმა მათგანმა.

დაახლოებით 900-მდე კილომეტრის ფრონტის გასწვრივ უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს ერთმანეთის მიყოლებით, ხოლო რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან“, – განაცხადა გენერალმა მილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები