ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.
აღნიშნულის შესახებ მან პოლონეთში განვითარებული მოვლენების ფონზე BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – როგორია გამარჯვება და როგორ წარმოუდგენია რუსეთის გასვლის სტრატეგია.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი, სადაც რუსეთი შეიჭრა სხვა ქვეყანაში. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა და გამოსავალი მოლაპარაკების გზით. მაგრამ ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ თუ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა გვექნება. თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. გარკვეულ ეტაპზე ეს ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე ძალასთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.