თეთრი სახლი: პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტზე საბოლოო პასუხისმგებელი მხარე რუსეთია

ცხადია, რომ ამ ტრაგიკულ ინციდენტზე საბოლოო პასუხისმგებელი მხარე რუსეთია, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ედრიენ უოტსონის მიერ პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინას გააჩნდა და გააჩნია თავდაცვის უფლება.

„ჩვენ სრული ნდობა გვაქვს პოლონეთის მთავრობის მიერ უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გამოძიების მიმართ. არ გავუსწრებთ მათ მუშაობას და მჭიდრო კავშირში ვიქნებით ჩვენს პოლონელ კოლეგებთან, რადგან ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას.

ჩვენ ვერ დავინახეთ ვერაფერი, რაც შეეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აფეთქება, დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა. ჩვენ გავაგრძელებთ გამჭვირვალედ შეფასებას და ახალი ინფორმაციის მოსვლისთანავე გაზიარებას. ასევე გავაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტს უკრაინელებთან ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მათ გააჩნიათ, რომ სურათი შეივსოს.

როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნები, ცხადია, რომ ამ ტრაგიკულ ინციდენტზე საბოლოო პასუხისმგებელი მხარე რუსეთია, რომელმაც უკრაინა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამიზნული რაკეტებით დაბომბა. უკრაინას გააჩნდა და გააჩნია თავდაცვის უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები