„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩვენი რაკეტა არ იყო“ – ზელენსკი პოლონეთში მომხდარ აფეთქებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა უკრაინული არ იყო.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა კიევში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ იყო ჩვენი რაკეტა ან ჩვენი სარაკეტო დარტყმა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. მინდა ვიყოთ სამართლიანები და თუ ეს ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენება იყო, მაშინ ამის მტკიცებულება მჭირდება. პირველ რიგში გამოძიება, წვდომა და მონაცემები, რაც თქვენ გაქვთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისა და საჰაერო ძალების ანგარიშები მიიღო და „არ შეუძლია მათ არ ენდოს“.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა უნდა დაიშვას შემთხვევის ადგილზე.

„შესაძლებელია საბოლოო დასკვნების თქმა? გვაქვს თუ არა უფლება საგამოძიებო ჯგუფში ვიყოთ? რა თქმა უნდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები