უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში მონაწილეობას ითხოვს

უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის პარტნიორებთან ერთობლივ გამოძიებას უჭერს მხარს და მოითხოვს შემთხვევის ადგილზე უკრაინელი სპეციალისტების დაშვებას.

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი განმარტებით, კიევი ითხოვს, დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი აფეთქების ადგილზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლების წვდომა.

“ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ამ ინციდენტის შემდგომი, ყველაზე დეტალური შესწავლის მომხრე ვართ. ჩვენ მზად ვართ, პარტნიორებს ის მტკიცებულებები გადავცეთ, რაც გვაქვს რუსული კვალის შესახებ”, – თქვა დანილოვმა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა თქვა, რომ „მხოლოდ რუსეთი და მისი სარაკეტო ტერორია მომხდარში დამნაშავე“.

მან გაიხსენა, რომ „ცენტრალური ევროპის რეგიონის რუსული რაკეტებისგან დაცვა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ეფექტური საჰაერო ფარის შემუშავებით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები